top of page

Infographics – Eco Graph 

Resources are inexhaustible, and at the same time countable. We count to determine the harm and the consequences. Although the environment today is not in good condition, we often forget our individual responsibilities and the importance of how one person’s efforts can ultimately lead to successful results; change and, most importantly, preserve our living environment.

We will try to figure out with you what and how we consume today; Why we consume often in excess and what are the consequences of such consumption. We will enliven the statistics and tell you in a variety of visuals how we can take care of, save or reuse.
 

ეკოსკოლა - Ecoshool

ეკოსკოლა - Ecoshool

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასე არ არის და არც აუცილებელია განვითარება აზიანებდეს გარემოს, ხშირ შემთვევაში ეს ასე ხდება. ჩვენ გავჩეხეთ ტყეები, რომ საცხოვრებელი სახლები აგვეშენებინა მათ ნაცვლად, საკვები მოგვეყვანა, ბუნებრივი წიაღისეული მოგვეპოვებინა ან/და საწარმო - ქარხნები აგვეშენებინა. გამოვიგონეთ პლასტმასა იმისთვის, რომ პროდუქცია შეგვეფუთა და ყოველდღიურად იმდენ ნარჩენს წარმოვქმნით, ცოტა ხანში ოკეანეში წყლის ბინადრებისთვის აღარ დარჩება ადგილი. გამოვიგონეთ მანქანა, რომ უფრო სწრაფად და კომფორტულად გადავადგილებულიყავით და ხანდახან გვავიწყდება ყველაფერი ამის გამო - რა დიდი ზიანი მივაყენეთ და ჯერ ისევ ვაყენებთ გარემოს. დაგვავიწყდა ისიც, რომ ეს ზიანი, პირველ რიგში საკუთარი თავის დაზიანებას ნიშნავს. თუმცა, ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია, თუ კი ახლავე დავიწყებთ მოქმედებას.  ეკოსკოლის პროგრამა უკვე 25 წელია არსებობს. ეს არის საერთაშორისო პროგრამა და მასში 70 ზე მეტი ქვეყანა ჩართული, მათ შორის ჩვენც, საქართველოც. მეტს ეკოსკოლის შესახებ გაიგებთ ვიდეოში. ------------------ While this is not always the case and it is not necessary for development to harm the environment, it often does. We cut down forests to build houses instead of them, to bring food, to extract natural minerals and / or to build factories. We invented plastic to package our products and generate so much waste on a daily basis that there will soon be no room for water inhabitants in the ocean. We invented the car to move faster and more comfortably, and sometimes we forget, what a great deal of damage we have made and yet still are putting the environment in jeopardy. We have also forgotten that this damage primarily means self-harm. However, we can fix everything if we start taking action right now. The Ecoschool program exists for 25 years. This is an international program and it operates in more than 70 countries, including Georgia.
სიგარეტის ნამწვი - პატარა, მაგრამ საშიში ნარჩენი | Cigarette butts - small but very hazardous waste

სიგარეტის ნამწვი - პატარა, მაგრამ საშიში ნარჩენი | Cigarette butts - small but very hazardous waste

გარდა იმისა, რომ სიგარეტის მოწევით საკუთარ ჯანმრთელობას ვაყენებთ ზიანს - სიგარეტის ნამწვი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ მოწევისას სიგარეტის თითქმის მთელი ნაწილი იწვის, ფილტრი, რომელიც ბოლოს რჩება, ზომით პატარა - მაგრამ ძალიან საშიში ნარჩენია გარემოსთვის.   ამ ვიდეოში მოგიყვებით, როგორ აზიანებს ეს ნარჩენი გარემოს და რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს გააკეთოს იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს. ინფორმაცია ძალაა. მისი ნაკლებობა საზოგადოებაში კი - პრობლემას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. გაავრცელეთ ცოდნა თქვენს გარშემო, ამით წარმოუდგენლად სასიკეთო შედეგს მივიღებთ. ამ ვიდეოს გაზიარებით შეგიძლიათ დაიწყოთ :) --------------- In addition to damaging our own health by smoking - cigarette buttscause irreparable damage to the environment. almost all cigarette is burned when smoking, the filter that remains at the end, is small in size - but very hazardous waste to the environment. watch the video to learn What can each of us do, to reduce the damage that cigarette butts do to the environment? Information is power. Its lack in the society makes the problem worse. Spread the knowledge around you, this will give you incredibly good results. You can start with sharing this video :)
როგორ ვიყოთ ეკომეგობრული მძღოლები - How to be Ecofriendly drivers

როგორ ვიყოთ ეკომეგობრული მძღოლები - How to be Ecofriendly drivers

საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, იზრდება ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტიც. თუ მართვის მოწმობის აღება გადაწყვიტე; არჩევანს კი ტრადიციულ ავტომობილზე აკეთებ და გამოცდის ჩაბარება გიწევს, ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას იმ 51 ეკობილეთიდან, რომელიც როგორც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებაში დაგეხმარება, ასევე, ხელს შეუწყობს დაიცვა გარემო მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისგან ---------------------- The number of cars in Georgia is growing from year to year. As the number of cars increases, so does the rate of air pollution. If you decide to get a driver's license; and still choose a traditional car, you’ll have to pass the test; we could give you some tips from the 51 eco tickets, which will help you to pass the driving test, as well as to protect the environment from pollution with harmful substances.
რა გვაცვია? - What We Wear?

რა გვაცვია? - What We Wear?

ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ჩვევა ჩვენი ყოველდღიურობიდან ნეგატიურად ზემოქმედებს გარემოზე - პლასტმასის გამოყენება, წყლის რესურსის არ მოფრთხილება, სახლიდან - სამსახურში და პირიქით - მანქანით გადაადგილება და ა,შ. მათი ზიანის შესახებ ვიცით, გააზრებული გვაქვს და ზოგჯერ მაინც ვცდილობთ, შევცვალოთ, შევამციროთ და ამ ფორმით მოვუფრთხილდეთ გარემოს. მაგრამ , როცა საქმე ტანსაცმელს ეხება, მისი ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე, არც თუ ისე თვალსაჩინოა. სინამდვილეში კი - ტანსაცმლის მოხმარება წლიდან - წლამდე იზრდება და შესაბამისად იზრდება მისი გავლენაც გარემო. ჩვევებში მცირე დეტალების შეცვლით - შეგვიძლია შევამციროთ ზიანი, რომელიც გარემოს ჩვენს გამო ადგება. ნახეთ ინფორგრაფიკა. ----------------------------- We know that some habits from our daily lives have a negative impact on the environment - the use of plastic, not caring for water resources, moving from home - to work and vice versa - driving, and so on. We know about the damage this causes, we think about it and sometimes we still try to change, reduce and in this way take care of the environment. But when it comes to clothing, its negative impact on the environment seems not that obvious. In fact, the consumption of clothing increases from year to year, and consequently its impact on the environment increases. Changing such small details in habits, will inevitably have a positive impact on the environment. See infographics.
დაზოგე ქაღალდი - Save Paper

დაზოგე ქაღალდი - Save Paper

თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, აუცილებლად შეამჩნევთ რამდენი ქაღალდია თქვენს გარშემო. ქაღალდი ხისგან მზადდება! ახლა ისევ მიმოიხედეთ ირგვლივ და ნახეთ, რამდენი მათგანის გამოყენება შეგეძლოთ აგერიდებინათ თავიდან. წარმოებიდან დაწყებული - ნაგავსაყრელზე მოხვედრის ჩათვლის, ყველა ეტაპზე ქაღალდი გარემოზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ამ ინფოგრაფიკაში რამდენიმე რჩევას გაგიზირებთ, როგორ შეგვიძლია ქაღალდის მოხმარება შევამციროთ. მეტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისთვის მოინიშნეთ ეკო.ლოგ - https://ecolog.online --------- If you look around, you will definitely notice how much paper is around you. Paper is made of wood! Now look around again and see how many of them you could avoid using. From production to landfill, paper has a negative impact on the environment at all stages. In this infographic We will share some tips on how we can reduce paper consumption
bottom of page