ორგანიზაცია: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლების მსოფლიო პროექტის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსის მიზანია მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის ეზო დაასუფთაონ და გაამწვანონ. პროცესში კი - მცენარეების დარგვისა და მოვლის ეტაპებს დააკვირდნენ, გაეცნონ, მათზე ზრუნვა კი - ყოველდღიურ ჩვევად აქციონ და ხელი შეუწყონ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების, შერბილებას.
კონკურსის პირობები:
კონკურისის ფარგლებში შეგიძლიათ ორ ნომინაციაში შემოიტანოთ განაცხადი:
1. სკოლის მწვანე ეზო
2. დასუფთავებული სკოლის ტერიტორია
ნომინაცია - სკოლის მწვანე ეზო:
-
შექმენით თქვენი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების მწვანე გუნდი და დაარქვით სახელი (გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა - 15 მონაწილე. შესაძლებელია გუნდი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტდეს)
-
შეარჩიეთ ტერიტორია, რომლის გამწვანებას ფიქრობთ. გადაიღეთ შერჩეული ადგილის ამსახველი ფოტოები, მუშაობის დაწყებამდე.
-
შემოდგომის პერიოდში დარგეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი მცენარეები, ხის ნერგები, რომლებიც გარემოსთვის, კლიმატსა და ნიადაგისთვის შესაფერისია,იზრუნეთ მათზე, ბაღის დეკორაციულ ნაწილზე და ამ პროცესის ამსახველი ვიზუალური მასალაც შეაგროვეთ (რჩევებისთვის შეგიძლიათ უფროსებს, ოჯახის წევრებს ან ჩვენ მოგვმართოთ)
-
გაზაფხულზე კი (1 მაისამდე) სამივე ეტაპის მასალას ერთად მოუყარეთ თავი და წერილობითაც მოგვიყევით თქვენი ჯგუფის მუშაობის, დარგული მცენარეების და მიღებული შედეგის შესახებ.
ნომინაცია - სკოლის სუფთა ტერიტორია:
-
შექმენით თქვენი სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების მწვანე გუნდი და დაარქვით სახელი (გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა - 15 მონაწილე. შესაძლებელია გუნდი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტდეს)
-
შეარჩიეთ ის ტერიტორია, რომლის დასუფთავებას ფიქრობთ. გადაიღეთ შერჩეული ადგილის ამსახველი ფოტოები, მუშაობის დაწყებამდე.
-
სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენებით (პირბადე , ხელთათმანები) დაასუფთავეთ თქვენი სკოლის ტერიტორია, შექმენით სპეციალური გამაფრთხილებელი აბრები ან პლაკატები, რომ მომავალში არ დანაგვიანდეს ტერიტორია. (რჩევებისთვის შეგიძლიათ უფროსებს, ოჯახის წევრებს ან ჩვენ მოგვმართოთ).
-
გაზაფხულზე კი (1 მაისამდე) საკომუნიკაციო მასალას (ვიდეო, ფოტო) ერთად მოუყარეთ თავი და წერილობითაც მოგვიყევით თქვენი ჯგუფის მუშაობის შესახებ.
კონკურსში ჩართვის და განაცხადი მიღების პირობები და ვადები:
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
15 ნოემბრამდე უნდა მოგვაწოდოთ:
-
ინფორმაცია სკოლის და გუნდის შესახებ (რეგიონი, სკოლა, მონაწილეთა ვინაობა და რაოდენობა)
-
შერჩეული ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა
აღნიშნული მასალა და ინფორმაცია გამოგვიგზავნეთ ჩვენს საკონტაქტო ელ-ფოსტაზე: info@kgt.ge
კითხვების არსებობის შემთხევაში მოგვმართეთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე
ასევე, სურვილისამებრ, პერიოდულად შეგიძლიათ თქვენი მუშაობის ამსახველი ამბები სოციალური მედიითაც გაგვიზიაროთ. განათავსეთ ფოტო ან ვიდეომასალა თქვენი სკოლის ან პირად ფბ გვერდზე და დაურთეთ #keepgeorgiatidy #ecoschoolsgeorgia
22 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს, გამოვლინდება სამი საუკეთესო „სკოლის მწვანე ეზო“ და სამი საუკეთესო „დასუფთავებული სკოლის ტერიტორია“. ავტორი გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.