გარემოსდაცვითი კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
შექმენი #ეკოგმირი
ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს შემეცნებითი კონკურსების სერიას და ყველა სკოლის მოსწავლეს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვით კონკურსში - შექმენი ეკოგმირი, რომლის მიზანიც არის უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ გარემოსდაცვით საკითხებს და წავახალისოთ მოსწავლეები და მასწავლებლები სასკოლო აქტივობებში მეტი დრო დაუთმონ ამ პრობლემაზე მუშაობას.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, 22 აპრილს, დედამიწის დღეს გამოვლინდებიან და წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
პირველ რიგში უნდა შექმნათ თქვენი კლასის გუნდი ( წევრთა რაოდენობა შეუზღუდავია, ასაკი 7-დან 14 წლამდე), დააკვირდეთ სკოლაში და სახლში რა ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენები რჩება, რომელიც ნაგვის ყუთში მოხვედრის ნაცვლად, შესაძლოა, ძალიან კარგ სამუშაო მასალად იქცეს (მაგალითად სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ბოთლები, შესაფუთი მასალები და ა. შ.) და მათი გამოყენებით თქვენი ეკოგმირი შექმნათ.
რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად?
სანამ ნარჩენებს სამუშაო მასალად გამოიყენეთ, აჩვენეთ მასწავლებლებს და მშობლებს და დარწმუნდით ნარჩენების უსაფრთხოებაში. შემდეგ კი გუნდში სამუშაოდ გამოიყენეთ.
სად გამოვაგზავნო ნამუშევარი?
თქვენს გმირს უნდა გადაუღოთ ფოტო, მოგვიყვეთ მის შესახებ; (რა დაარქვით როგორ და რა მიზნით შექმენით), მიუთითეთ სკოლა, კლასი და მისი ავტორები, ინფორმაცია კი ატვირთეთ თქვენს ან თქვენი მშობლის, მასწავლებლის ფბგვერდზე, ჰაშთაგით #ეკოგმირი და მონიშნეთ გვერდი დავიცვათ საქართველოს სისუფთავე. ნამუშევარი ასევე გამოგვიგზავნეთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: info@kgt.ge
მასწავლებლებს თუ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება?
მასწავლებლის ჩართვა და მონაწილეობა გუნდში ძალიან კარგი იდეაა.
როდის არის გამოგზავნის ბოლო ვადა?
12 აპრილი ნამუშევრების მიღების ბოლო დღეა.
ვინ შეაფასებს ნამუშევრებს?
ნამუშევრებს ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს წევრები და მისი პარტნიორი, გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წევრები შეაფასებენ.
როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
გამარჯვებულების ვინაობა 22 აპრილს, დედამიწის დაცვის დღეს გამოცხადდება.
თუ კიდევ გაგიჩნდათ კითხვა, რომელზეც პასუხი გამოგვრჩა, გელოდებით, მოგვწერეთ.
მანამდე კი გაეცანით სხვა ქვეყნების სკოლის მოსწავლეების გამოცდილებას