საუკეთესო გამოცდილების გაზიარება
2023 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ხუთივე პროგრამა (ეკოსკოლები, ლურჯი დროშა, მწვანე გასაღები, შევისწავლოთ ტყეები და ახალგაზრდა რეპორტიორები გარემოსთვის)
გაგვიზიარებენ საუკეთესო პრაქტიკების ამსახველ ისტორიებს:
-
ნარჩენების შემცირება;
-
უხილავი დამაბინძურებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი შემცირება;
-
პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და წარმოების წახალისება;
-
წრიული ეკონომიკის მოდელის პოპულარიზაცია.
ამ საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მოხდება სოციალური მედიის არხების მეშვეობით და ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილებები ადგილობრივებისთვის იქნება შთამაგონებელი და მამოტივირებელი რესურსების დაზოგვასა და გარემოს დასუფთავების საქმეში.
ეკოსკოლებს შეუძლიათ გააზიარონ და წარმოაჩინონ თავიანთი მიმდინარე ან უკვე ჩატარებული აქტივობები გარემოს დაბინძურების თემაზე.
ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს ზემოთჩამოთვლილი მიმართულებებით.
როგორ მოგვაწოდოთ საუკეთესო გამოცდილების მაგალითები
წარმოდგენილი პროექტები და ისტორიები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის ოქტომბერი.
მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR)
თანხმობის შესახებ დეკლარაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, ასევე წარმოდგენილი ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენების შესახებ.
ამ აქტივობისთვის თქვენი ისტორიის გამოგზავნისას თქვენ ეთანმებით, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოცემულია წარდგენის ფორმაში, გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს, რათა შემდეგ გამოვაქვეყნოთ როგორც ონლაინ ისე ბეჭდურ პუბლიკაციაში. აუცილებელი ნებართვაა, მაგალითად, ბავშვთა სახეების გადაღების შესახებ ავტორია პასუხისმგებელი და უნდა მიეთითოს.
თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გააუქმოთ თქვენი თანხმობა და მაშასადამე მოწოდებული ისტორიაც.