გლობალური მოქმედების დღეები - 22 აპრილიდან 3 მაისამდე
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გლობალური მოქმედების დღეები 22 აპრილიდან 3 მაისამდე ჩატარდება. მალე შემოგთავაზებთ დამხმარე მასალას ინგლისურ ენაზე და მარკეტინგულ რესურსებს თქვენი სკოლებისთვის.
გლობალური მოქმედების დღეებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი ბმულზე.
ინფორმაციას 2024 წლის აქტივობებზე გაეცანით ქვემოთ.
გავხადოთ ხვალინდელი დღე კლიმატ მეგობრული პოზიტიური ქმედებების მეშვეობით -
გლობალური მოქმედების დღეების განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ დადებითი ზეგავლენის მოხდენა და კლიმატის პრობლემებზე მუშაობა, სხვების მოტივირება და პროცესში ჩართვა, რათა იმოქმედონ კლიმატის სასარგებლოდ;
გლობალური მოქმედების დღეების ფარგლებში, ყოველი დავალების შესრულების შემდეგ, გთხოვთ, გააზიაროთ პროცესის ამსახველი ფოტომასალა მცირე ისტორიით და გამოიყენეთ ონლაინ მონიშვნები: #MyActionsMatter #GlobalActionDays #GreeningEducation #GADGeorgia.
ქვემოთ მოცემული გლობალური მოქმედების დღეების (GAD) დავალებები შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი თანმიმდევრობით 22 აპრილიდან - 3 მაისამდე. შეგიძლიათ, თითოეული აქტივობის განხორციელებას დაუთმოთ 2-3 დღე შაბათ-კვირის ჩათვლით.
2024 წლის აქტივობები იხილეთ აქ:
აქტივობა 1. კლიმატ-მზაობა ბიოეკონომიკის მეშვეობით
ბიოეკონომიკა ნიშნავს ხმელეთის და ზღვის განახლებადი ბიოლოგიური რესურსების გამოყენებას. თქვენს სკოლებში, სახლებსა თუ კლუბებში იპოვეთ და ფოტო გადაუღეთ ბიოეკონომიკასთან დაკავშირებული პროდუქტების მაგალითებს, როგორიცაა ნაჭრის ჩანთები, შალის ტანსაცმელი, ორგანული საკვები და FSC სერტიფიცირებული ხის მასალა.
გააზიარეთ და გამოაქვეყნეთ:
თქვენ მიერ გადაღებული ბიოეკონომიკური პროდუქტების ფოტოკოლაჟები ან ვიდეომასალები და კომენტარი დაურთეთ თქვენ მიერ ნაპოვნ ნივთებს, რათა სხვებმა ნახონ და შეადარონ მათი აღმოჩენები. არ დაგავიწყდეთ მონიშვნები: #MyActionsMatter #GlobalActionDays #GreeningEducation #GADGeorgia,
აქტივობა 2. კლიმატ-მზაობა ჯანსაღი საკვები
იცოდით, რომ ჯანსაღი კვების მიხედვით დღეში დაახლოებით 1 გრამი ცილა გჭირდებათ სხეულის წონის თითო კილოგრამზე?
მოამზადეთ 24 საათიანი კვების გეგმა, რათა აჩვენოთ როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზანს მცენარეული ან დაბალ-ნახშირბადიანი (ან ორვე ერთად) ცილის გამოყენებით.
გააზიარეთ და გამოაქვეყნეთ:
თქვენი ყოველდღიური კვების გეგმის ან თქვენი ჯანსაღი და დაბალნახშირბადიანი კერძების ფოტოები და დაურთეთ კომენტარი, თუ რატომ შეიტანეთ მცენარეული ან დაბალი ნახშირბადიანი ცილებით მდიდარი საკვები თქვენს რაციონში.
აქტივობა 3. კლიმატ-მზაობა წრიული ეკონომიკის გზით
რესურსების გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. ნარჩენების ქაოტური დაყრა ქმნის პრობლემებს; შეიძლება დაიბლოკოს სანიაღვრეები და გაიზარდოს წყალდიდობის რისკი. ასევე, ნარჩენები შეიძლება იქცეს ცხოველების საკვებად ხმელეთზე თუ წყალში.
იპოვეთ ადგილობრივად, სადაც გროვდება ნარჩენები, გადაუღეთ ფოტო, თუ შესაძლებელია დაასუფთავეთ (უსაფრთხოების წესების დაცვით) და შედეგი ასახეთ მომდევნო ფოტოში.
გააზიარეთ და გამოაქვეყნეთ:
თქვენ მიერ ნაპოვნი დანაგვიანებული ადგილის „მანამდე“ და „შემდეგ“ ფოტოები, დაურთეთ კომენტარები, თუ როგორაა შესაძლებელი ზედმეტი ნარჩენის წარმოქმნისგან თავის არიდება, უარის თქმის, შემცირების, შეკეთების და ალტერნატიული გამოყენების გზით.
აქტივობა 4. კლიმატ-მზაობა ამინდის ცვლილებასთან ერთად
კლიმატის ცვლილებასთან ერთად იზრდება ისეთი სტიქიური მოვლენების სიხშირე და ინტენსივობა როგორებიცაა წყალდიდობა, გვალვა, ექსტრემალური სიცხე, ხანძარი, ძლიერი ქარი და ზვავი. ჩამოთვალეთ ის სტიქიური მოვლენები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს თქვენს ქვეყანაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში, მონიშნეთ რუკაზე და შეადგინეთ ამ მოვლენათა კალენდარი, რათა დაადგინოთ სტიქიური მოვლენების კანონზომიერება დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.
გააზიარეთ და გამოაქვეყნეთ:
სტიქიური მოვლენების ლოკაციების ამსახველი რუკა და კალენდრის ფოტო. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება თუ როგორ შეიძლება უკეთ მოემზადოს თქვენი სკოლა, ოჯახი ან ადგილობრივი საზოგადოება ასეთი ექსტრემალური მოვლენებისგან თავის დასაცავად.
აქტივობა 5. კლიმატ- მზაობა ეკოსისტემის აღდგენის გზით
ფრინველები და მათი მიგრაციის მარშრუტები კლიმატის ცვლილებისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
გაისეირნეთ ახლომდებარე მწვანე სივრცეებში, დააკვირდით ფრინველებს ან მოუსმინეთ მათ გალობას, სცადეთ მათი იდენტიფიცირება. ამ უკანასკნელში კი e-Bird აპლიკაცია დაგეხმარებათ.
გააზიარეთ და გამოაქვეყნეთ:
თქვენ მიერ შემჩნეული და ნაპოვნი ფრინველ(ებ)ის ფოტოები ან ვიდეო. აღწერაში დაურთეთ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ მათთვის მინიჭებული სტატუსის შესახებ ინფორმაცია, იმყოფებიან თუ არა ისინი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა წითელ ნუსხაში და რა უნდა გაკეთდეს მათი პოპულაციის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
იყავი მზად კლიმატის ცვლილებისთვის მთელი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დაასრულებთ გლობალური მოქმედების დღეების აქტივობების განხორციელებას და გააზიარებთ თქვენს შედეგებს სოციალურ ქსელში, შეგიძლიათ აქტიურად გააგრძელოთ კლიმატის ცვლილებისთვის მუშაობა. გააერთიანეთ ბოლო ათი დღის განმავლობაში განხორციელებული ყველა ქმედება და კვლევა, დაწერეთ სტატია ადგილობრივი მედია საშუალებისთვის, დაურთეთ ფოტო და ვიდეომასალა, რათა ფართო საზოგადოებას უკეთ გააცნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის (შეგუების) ქმედებები. ასევე შეგიძლიათ, რომ გლობალური მოქმედების დღეების ნამუშევრები შეიტანოთ ეკოსკოლების მწვანე ჯილდოს კონკურსზე წარსადგენ აპლიკაციაში, რათა ხაზი გაუსვათ თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობების მნიშვნელობას.
ბოლოს კი, არ დაგავიწყდეთ, რომ შეავსოთ GAD (გლობალური მოქმედების დღეების) კვლევა, როგორც კი დაასრულებთ აქტივობების შესრულებას, შეგვატყობინეთ რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და რამდენი ქმედება განახორციელეთ.