top of page
123.png
265312293_602499621010616_4314723345105582864_n.png

E-SPACE   -  ეკოსკოლები წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის

 

იმოქმედო წრიულად ნიშნავს იყო ჰარმონიაში ბუნებასთან

 

ჩვენ გვჭირდება მრავალი სასარგებლო მაგალითი იმისთვის რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი.

უკეთესი, უფრო მწვანე მომავალი -  განათლების საზრუნავია.

 

სწორედ ამიტომ, ეკოსკოლების პროგრამა მოქმედებს წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის და ამ პროცესში მთელ სასკოლო საზოგადოებას იწვევს.

 

ჩაერთე გამოწვევაში,   E-SPACE - ეკოსკოლები  წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის  და შექმნით ისეთი  მწვანე პროდუქტი/სერვისი, რომელიც იქნება უფრო  ეკომეგობრული, შეეცდება გადაჭრას  ყოველდღიური გარემოსდაცვითი პრობლემები.

მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით 20 ივლისიდან 1 სექტემბრამდე.

ახალი იდეების წარმოდგენა შეგიძლიათ თქვენივე სკოლის სივრცეში 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. მასალა კი გააზიაროთ სოციალურ ქსელებში #ESPACE_Georgia #Ecoschools_Georgia

 

 

როგორ  უნდა შექმნათ ახალი ეკომეგობრული პროდუქტი ან მომსახურება და განავითაროთ მწვანე უნარები?

 

დააკვირდით  ჩვენ გარშემო არსებულ პროდუქტებს, მომსახურებებს.

დაფიქრდით რამდენად აზიანებენ ისინი გარემოს.

მოიფიქრეთ ხომ არ არსებობს ისეთი გადაწყვეტები, რაც მოცემულ პროდუქტს ან მომსახურებას ეკომეგობრულს გახდის და ნარჩენის დატოვების ნაცვლად ახალ რესურს შექმნის.

შეისწავლეთ ბუნება, როგორ მოქმედებს წრიულად და რატომ არ ტოვებს ნარჩენს.

შექმენი ახალი  ბუნებაზე დაკვირვებით. მოიფიქრე ხომ არ არის შესაძლებელი ჩვენ გარშემო არსებული  პროდუქტი და მომსახურება სწორედ ბუნების წრიულ სისტემას დაუკავშიროთ და მის მიხედვით შეცვალოთ.

 

დასვით შეკითხვები:

მაგალითად,  როგორ ვფუთავთ პროდუქტს?

ხომ არ არსებობს უკეთესი უფრო მწვანე გადაწტყვეტა?

რა ბედი ეწევა ძველ ავეჯს, ტექნიკას სხვადასხვა უსარგებლო ნივთს?

ხომ არ არსებობს ისეთი მიდგომები ამ საგნებს ახალ სიცოცხლეს რომ მისცემენ ან გადამუშავებად ნედლეულად გადაქცევით ახალ პროდუქციად იქცევა.

 

 

ამ  დაკვირვების და მოკვლევების  შეეგად კი შექმენი ახალი  იდეა, პროტოტიპი, ახსენი მისი სასარგებლო თვისებები და რა შეუძლია  გააკეთოს გარემოს სასარგებლოდ. წარმოადგინე საპრეზენტაციოდ და გაუზიარე სხვებს.

 

 

ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია არ დავტოვოთ  ნარჩენი და გამოვიყენოთ ის რესურსად. ამის მისაღწევად კი გარემოზე დაკვირვება და მწვანე უნარების განვითარება მნიშვნელოვანია.

bottom of page