top of page
სდს.jpg

ფოტოგრაფიის კონკურსი „გაზარდე შენი ხელით“

პროექტი მომზადებულია ევროპის კულტურული დედაქალაქის ტარტუ 2024-ის პროგრამის ფარგლებში. ესტონეთის ეკოსკოლების პროგრამის წევრებთან ერთად მოწვეულნი არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მებაღეობითა და ფოტოგრაფიით. საკონკურსო ნამუშევრებს  გამოაგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 30 ნოემბრამდე აქ.

საკონკურსო ფოტო-პოსტერი უნდა იყოს A3-ფორმატის დასაბეჭდად.

 

ვადები და პირობები

ფოტო კონკურსის ზოგადი თემაა მებაღეობა და  საკვების მოყვანა საკუთარი ძალებით საგანმანათლებლო, სათემო და კერძო ბაღებში. 

საკონკურსო ნამუშევრების* თემებია:

 

ბაღის ნიმუშები - ადამიანისა და ბუნების ჩარევით შექმნილი ბაღების და ბოსტნების ამსახველი მასალა 

 

ბაღი ახლოდან - ბაღის დეტალების გადმოცემა, სადაც შესაძლოა ჩანდეს ბაღის მობინადრეები.

 

ბაღი მუშაობისას - იმ პერიოდის ასახვა , როდესაც მებაღეები  მუშაობენ, სწავლობენ, ფიქრობენ, ქმნიან. შესაძლოა იყოს  მოსავლის აღება, მცენარეების შესწავლა, მომავალი სეზონისთვის მომზადება თუ სხვა რამ.

 

* ჩამოთვლილი თემების აღწერილობები ზოგადია და ავტორს შეუძლია მათი განვრცობა და ახალი დეტალების დამატება.

 

  1. ფოტოების გამოგზავნის ვადაა 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

  2. კონკურსში ნამუშევრები მიიღება  როგორც ესტონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიდან, გარდა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსისა.

  3. კონკურსი ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
     - 12 წლამდე;
     - 13-18 წელი;
     - (მასწავლებლები, მშობლები, მებაღეობის და/ან ფოტოგრაფიის მოყვარულები და სხვა.)
     

  4. საკონკურსო ფოტოების წარდგენის/ატვირთვის ადგილი: ფოტოები აიტვირთება გვერდზე. https://fotovoistlus.horisont.ee/kot/

 

საკონკურსო ნამუშევრების მოთხოვნები:

 

კონკურსისთვის ფოტოების სასურველი ფორმატია ციფრული ფორმატი (jpg ფორმატიში)

ფოტოს მინიმალური ზომა უნდა იყოს 1 მბ და ყველაზე გრძელი მხარე 3000 ფიქსელი, მაქსიმალური ზომა 20მბ და ყველაზე გრძელი მხარე 6000 ფიქსელი;

 

კადრირება,  კონტრასტი, ფერის კორექტირება, სიმკვეთრე და მტვრის ლაქების მოცილება ნებადართულია ფოტოზე, ერთ ავტორს შეუძლია გამოაგზავნოს 3-მდე ფოტო, ასევე  ფოტო- ამბავი რომელიც შეიძლება შედგებოდეს 5-მდე ფოტოსგან.

 

ინფორმაცია, რომელიც უნდა მოყვებოდეს ფოტო(ებ)ს:
 

  • ავტორის სახელი, გვარი, ასაკი

  •  რომელ ასაკობრივი კატეგორიაში იღებთ მონაწილეობას. (ბავშვი, ახალგაზრდა, მოზარდი)

  • საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება (თუ ავტორი მოსწავლეა)

  • ქვეყნის დასახელება

  • საკონტაქტო ინფორმაცია (იმეილი, ტელეფონის ნომერი)

  • ფოტოს სათაური

  • ფოტოს აღწერა

  • საგანმანათლებლო დაწესებულების ან სათემო ბაღის დასახელება (თუ ფოტო ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებას ან სათემო ბაღს)

  • ფოტოს გადაღების დრო და ადგილი (რეგიონი, მუნიციპალიტეტი/ქალაქი)

  • მოკლე ისტორია (500-მდე სიმბოლო ცალკეული ფოტოებისთვის, 1000-მდე სიმბოლო ფოტო -ამბისთვის)

 

კონკურსის ორგანიზატორების მიერ ფოტოების გამოყენების უფლება: ორგანიზატორებს უფლება აქვთ უფასოდ გამოიყენონ კონკურსში მონაწილე ფოტოები  ონლაინ მედიაში, გამოფენებსა და საჯარო ღონისძიებებზე  ნაწარმოების ავტორის მითითებით.

 

ფოტოების ატვირთვისას მონაწილეები ადასტურებენ, რომ გაეცნენ კონკურსის პირობებს და ორგანიზატორებს აძლევენ უფლებას გამოიყენონ კონკურსისთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემები.

 

ფოტო(ებ)ის გამგზავნი პასუხისმგებელია საავტორო უფლებების ფლობაზე.

 

კონკურსზე წარდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური, რომლის გადაწყვეტილებით  მთავარი პრიზი მიენიჭება ერთ გამარჯვებულს თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში:

 

  •  ბავშვები - 12 წლამდე - 500 ევრო

  •  ახალგაზრდები - 13-18 წლამდე – 500 ევრო

  •  მოზრდილები - 700 ევრო

 

ფოტოკონკურსის ნამუშევრებს შორის ონლაინ ხმის მიცემით არჩევენ აუდიტორიის ფავორიტებსაც. გარდა ამისა, კონკურსის მხარდამჭერებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

 

ფოტო კონკურსის საკონტაქტო პირი: Eeva Kirsipuu-Vadi,  eeva.kirsipuu-vadi@tartuloodusmaja.ee

 

ფოტო კონკურსის ორგანიზატორია ეკოსკოლების პროგრამა ესტონეთში, პროექტ „გაზარდე შენი ხელით“ თანამშრომლობით, რომელიც ევროპის კულტურის დედაქალაქის ტარტუ 2024 წლის მთავარი პროგრამის ნაწილია. ეკოსკოლების პროგრამა ეხმარება ბავშვებს და ახალგაზრდებს გახდნენ მდგრადად მოაზროვნე, ეკოლოგიური ცოდნის მქონე ადამიანები. პროექტი „გაზარდე შენი ხელით“ მიზნად ისახავს ბავშვებისა და ოჯახების ცნობიერების ამაღლებას საკვები პროდუქტების მოყვანის შესახებ.

 

კონკურსის პარტნიორია ევროპის კულტურული დედაქალაქი ტარტუ 2024, სპონსორები არიან გარემოსდაცვითი ინვესტიციების ცენტრი ესტონეთში, ტარტუს ბუნების სახლი, ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ორგანული ცენტრი.

bottom of page