top of page
ggg.jpg

 

გლობალური მოქმედების დღეები 2023

18 - 28 აპრილი 

 

 

წინა წლის გლობალური მოქმედების დღეების აქტივობებში, ბიომრავალფეროვნების შესახებ, 150 000-მა მონაწილემ და 73-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. წელს, იმედი გვაქვს, უფრო მეტი მონაწილე შემოგვიერთდება და ბევრ პოზიტიურ აქტივობას განვახორციელებთ ერთად. 

 

 

2023 წლის გლობალური მოქმედების დღეები ნარჩენების მართვის 5R პრინციპს უკავშირდება - უარის თქმა, შემცირება, ხელახლა გამოყენება, გადამუშავება და ახალი დანიშნულების პოვნა. ათი დღის განმავლობაში გაგიზიარებთ 5 აქტივობას/ ქმედებას, რომლებიც ნებისმიერ მსურველს  შეუძლია გააკეთოს დაბინძურების შესამცირებლად და  პასუხისმგებლობიანი მოხმარების გაზრდისთვის.

 

FEE-ის გლობალური მოქმედების დღეების მოძრაობა გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია ინდივიდუალურ აქტივობებს, მიუხედავად სიმცირისა, დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენსა და დედამიწის კეთილდღეობაზე. 

გეპატიჟებით ყველა სკოლას, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა ეკოსკოლების პროგრამის წევრები.

 შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ წლევანდელი აქტივობები კამპანიაში გაწევრიანებით.

დარეგისტრირდი აქ

#MyActionsMatter | #GlobalActionDays | #LitterLessCampaign | #LitterLessPlus | #GAIA2030

წყარო

bottom of page