top of page
Image by Kaitlyn Baker

 

საგანმანათლებლო გრანტი წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Litter Less Plus-ის ფარგლებში ცხადდება საგანმანათლებლო გრანტების კონკურსი. ამ გრანტების მეშვეობით, სკოლებსა და ჯგუფებს, როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების პირობებში შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ დაახლოებით 500 ევროს ფარგლებში წრიული ეკონომიკის მხარდამჭერი პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ასევე შეიძლება ეხებოდეს ნარჩენების შემცირებას, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან წარმოებას და მოხმარებას, ასევე დაეხმაროს მოსწავლეებს ცოდნის მიღებაში უხილავი დამბინძურებლების შასამცირებლად ზომების მიღებაში.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ვიწვევთ ეკოსკოლების ქსელში ჩართულ სკოლებს.

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

აპლიკაციების მიღება დაიწყება 26 იანვარს და დასრულდება 28 თებერვალს.

 

საგრანტო განაცხადის მოთხოვნები

პროექტის სახელწოდება - ეს იქნება თქვენი პროექტის ოფიციალური სახელი.

 

გეგმა უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ეკოსკოლების 7 საფეხურს - წარმოადგინეთ თქვენი პროექტის დეტალური აღწერა, თუ როგორ მიუდგება თქვენი სკოლა წრიული ეკონომიკის გამოწვევას.

 

აღწერილობა უნდა ეხებოდეს შემდეგ ასპექტებს:
 

  1. როგორ წაახალისებს თქვენი პროექტი წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში?

  2. სამიზნე ჯგუფი - ჩამოთვალეთ ადამიანები/ორგანიზაციები, რომლებიც ისარგებლებენ ამ პროექტით.

  3. რა რესურსები გჭირდებათ პროექტის განსახორციელებლად?

  4. რა არის პროექტის ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები? -ჩამოთვალეთ თქვენი პროექტის მიზნები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორი თემა შეარჩიეთ.

  5. გაქვთ თუ არა მკაფიოდ განსაზღვრული მონაწილეთა როლები პროექტში?

  6. შესაძლებელი იქნება თუ არა პროექტის გამეორება?

  7. როგორ წაახალისებს პროექტი წრიული ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას საზოგადოებაში სადაც ხორციელდება იგი?
     

განხორციელების განრიგი - მეთოდოლოგიურად თანმიმდევრული პროგრესი პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. გაითვალისწინეთ, რომ პროექტი შეიძლება დაიწყოს დაახლოებით 1 აპრილს, 2023 წლის და ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ უნდა დაიწეროს და აიტვირთოს 2023წლის 30 ოქტომბრამდე.

ანგარიშგების მეთოდოლოგია - აღწერეთ თქვენი პროექტიდან მიღებული შედეგები შემდეგი ფორმატით.

სავარაუდო ღირებულება - შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ დაახლოებით 500 ევროს გრანტზე, დეტალურად წარმოდგენილი მოსალოდნელი ხარჯების ოდენობით, რომელიც გაწეული იქნება პროექტის განმავლობაში. სახსრები მხოლოდ პროექტის იდეის განსახორციელებლად შეიძლება იქნას გამოყენებული. დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, წარმოადგინოთ თანადამფინანსებლები, რომელიც, შეიძლება, წარმოდგენილი იყოს, როგორც ფიზიკური (მაგ: ნარგავები, დამხმარე აღჭურვილობა), ასევე - ფინანსური ჩართულობით

განაცხადი უნდა წარადგინოთ ინგლისურ ენაზე. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.

სააპლიკაციო ფორმა

* ბმულზე გადასვლის შემდეგ ჩასქროლეთ ბოლოში და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, თან დაურთეთ ცალკე შევსებული განაცხადის ფორმაც.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ - gosia@fee.global , shimon@fee.global ( გთხოვთ СС - ში ჩასვათ ჩვენი მეილიც - info@kgt.ge )

შთაგონებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციებს:

bottom of page