top of page
poster1.jpg

 

ახალი ონლაინ კურსი „როგორ ვასწავლოთ კლიმატის ცვლილების შესახებ“

 

თუ ხარ მასწავლებელი ან განმანათლებელი და გაინტერესებს როგორ ასწავლო კლიმატის ცვლილების შესახებ, გიწვევთ ინგლისურენოვან ინოვაციურ ონლაინ კურსზე „განათლება კლიმატის ცვლილების შესახებ: ცოდნიდან მოქმედებამდე“. კურსი შექმნილია კლიმატის განათლების ოფისის (OCE) მიერ და განთავსებულია გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე. კურსი დაგეხმარებათ კლიმატის ცვლილების ფენომენის შესახებ მყარი მეცნიერული ცოდნის განვითარებაში, ასევე კლასში ამ თემაზე სამუშაო პედაგოგიური უნარების განვითარებაში.

 

აქტიური პედაგოგიკის საშუალებით უფრო მეტს გაიგებთ კლიმატისა და ამინდის, სითბური ეფექტისა და გლობალური დათბობის ზემოქმედების შესახებ. ასევე მიიღებთ რამდენიმე ინსტრუმენტს სწავლების პოზიტიური და მიზნობრივი გზის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ზოგიერთ პედაგოგიურ მიდგომაზე, სადაც წარმოდგენილია კვლევაზე და პროექტზე დაფუძნებული პედაგოგიკა, ასევე კლიმატის ცვლილების სწავლებისას გასათვალისწინებელია ემოციების მართვისთვის რამდენიმე რჩევა.

 

როგორ გავიარო კურსი?

 

უფასო ონლაინ კურსს მასპინძლობს პლატფორმა FEE Academy. კურსის სახელია განათლება კლიმატის ცვლილების შესახებ: ცოდნიდან მოქმედებამდე“ / “Climate Change Education: From Knowledge to Action”. კურსის გავლით თქვენ გახდებით საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მასწავლებლები, განმანათლებლები და მეცნიერები. ამ ონლაინ კურსზე რეგისტრაცია გაძლევთ შეუზღუდავ წვდომას პლატფორმაზე, სადაც ასევე განთავსებული და ხელმისაწვდომია სხვა რესურსებიც. ჩვენი თვითრეგულირებადი კურსი შექმნილია იმისთვის, რომ მოერგოს მასწავლებლების გრაფიკსა და დატვირთვას.

 

მონაწილეობის მისაღებად მასწავლებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე

bottom of page