top of page
Image by Patrick Perkins

 

 

გაკვეთილის გეგმის კონკურსი

ონკურსის შესახებ

The Litter Less Plus გაკვეთილის გეგმის კონკურსი იწვევს ეკოსკოლების მასწავლებლებს შეიმუშაონ დაბინძურების თემის ირგვლივ საგაკვეთილო გეგმები აქტიური სწავლის ხელშეწყობისთვის. საუკეთესო საგაკვეთილო გეგმები მოხვდება გარემოსდაცვითი განათლების ფონდის მონაცემთა ბაზაში და ფართოდ გავრცელდება გლობალურ ქსელში!

ვიწვევთ მასწავლებლებს წარმოადგინონ საგაკვეთილო გეგმები შემდეგი მიმართულებისთვის:

  • ნარჩენების შემცირება;

  • უხილავი დამაბინძურებლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი შემცირება;

  • პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და წარმოების წახალისება;

  • წრიული ეკონომიკის მოდელის პოპულარიზაცია.
     

თითოეულ მონაწილე მასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს მინიმუმ ერთი (1) და მაქსიმუმ ხუთი (5) საგაკვეთილო გეგმა დაბინძურების შესახებ. გაკვეთილის გეგმები უნდა იყოს:

  • ნამდვილი/რეალური და გამოცდილი კლასში;

  • იყოს დაწერილი ან ნათარგმნი ინგლისურად;

  • მიუთითეთ მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და/ან კლასი;

  • მიუთითეთ გამოყენებული რესურსები (წიგნები, ინტერნეტი, ხელსაწყოები);

  • მისასალმებელია ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა.
     

შეფასება და ჯილდო

გაკვეთილის გეგმები შეფასდება ექსპერტთა ჟიურის მეშვეობით. გამარჯვებულები კი დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზებით. მცირე სიაში შესული ყველა გეგმა გამოქვეყნდება ავტორის სახელით FEE-ს პუბლიკაციების ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ, როგორც ღია წყაროს მასალა.

  1. პირველ ადგილზე გასულს - 300 ევრო და სერტიფიკატი

  2. მეორე ადგილზე გასულს - 200 ევრო და სერტიფიკატი

  3. მესამე ადგილზე გასულს - 100 ევრო და სერტიფიკატი

  4. მეოთხე ადგილზე გასულს - 100 ევრო და სერტიფიკატი
     

როგორ გავაკეთოთ განაცხადი
 

  1. გადახედეთ FEE-ს სასწავლო ჩარჩოს დაბინძურების შესახებ და განსაზღვრეთ სასწავლო მიზნები;

  2. ჩამოტვირთეთ გაკვეთილის გეგმის შაბლონი;

  3. შეავსეთ შაბლონი ყურადღებით და წარუდგინეთ თქვენს ეროვნულ ოპერატორს ( დავიცვათ საქართველოს სისუფთავე, info@kgt.ge ) 2023 წლის 31 აგვისტომდე.
     

შთაგონებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ წინა წლებში გამარჯვებულ გაკვეთილის გეგმებს Litter Less Campaign -დან.

 

რესურსები და სასწავლო მასალა
 

უყურეთ გაკვეთილის გეგმის შექმნის ტრენინგს პროფესორ პოლ პეისთან, მალტის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი განათლებისა და კვლევის ცენტრიდან. შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციაც.

წყარო

bottom of page